ჰორიზონტალური ბურღვა
კომპანია შ.პ.ს „ეკო სერვისი“ ფუნქციონირებს 2013 წლის 18 იანვრიდან. დღიდან დაარსებისა ასრულებს მიწის გრუნტის ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოების და განაბურღში სხვადასხვა დიამეტრის (20მმ-დან 1600მმ-მდე) პოლიეთილენისა და ფოლადის მილების გატარებას. 20მმ-დან 500მმ-მდე მილების გატარება ხდება მიწის გრუნტის გარეთ გამოტანის გარეშე, გრუნტის წყლისა და ბენტონიტის ხსნარით დალბობით და ტკეპნით, ხოლო 500მმ-ზე მეტი დიამეტრის მილების მიწის გრუნტში გატარების შემთხვევაში წყლის გარეშე, გრუნტის გაბურღვით და გაბურღვის შედეგად მიღებული გრუნტის გარეთ გამოტანით შნეკის საშუალებით.